ნებისმიერი მოდელის ლეპტოპების შეკეთება,სერვის ცენტრი კომპიუტერული მომსახურება,ეკრანების შეცვლა,კომპიუტერული კომპანია,კომპიუტერების შეკეთება,

მხოლოდ ჩვენთან

უფასო

დიაგნოსტიკა

ტელ: 599 58 30 60

WINDOWS-სის

პროგრამული

გამართვა

15 GEL

ფასდაკლება 50%
WINDOWS პაკეტები


სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs24 თებერვალი 1955სან-ფრანცისკო — 5 ოქტომბერი 2011პალო-ტო),ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO). 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზესათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა.[6] როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.

1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ ვოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას ეპლ II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში. 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს,რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია 

. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. Share on Facebook


 


უილიამ ბილ გეითსი (ინგლ. William Henry "Bill" Gates III; 28 ოქტომბერი, 1955, სიეტლი, აშშ), კომპანია ”მაიკროსოფტის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ,,ფორბსის’’-ის 2011 წლის მონაცემით შეადგენს 61 მილიარდ დოლარს. ”მაიკროსოფტის” წლიური შემოსავალი 2007 წლისათვის 51.2 მილიარდი დოლარია; დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც "მაიკროსოფტს" საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.

გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი.

ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.

1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”მაიკროსოფტის” განვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაიწყო.

ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.

გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”მაიკროსოფტი” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.

1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.

1994 წლის 1 იანვარს მან მელინდა ფრენჩზე იქორწინა; ჰყავთ სამი შვილი.

ბილ გეითსი და მისი მეუღლე ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 28.8 მილიარდი დოლარი (2005 წ.) გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.

ხანდახან ბილ გეითსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში. მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერსიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე მელინდა ფრენჩი სწავლობდა.

Android

ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა. ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2012 წელს აპლიკაციების რაოდენობა 700000 იყო, ხოლო გადმოწერების რაოდენობამ კი 25 მილიარდს მიაღწია. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მისი საბაზრო წილი 75% იყო. დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTC, სამსუნგი, Google Nexus, სონი და
ა.შ.


Ubuntu (უბუნტუ)ოპერაციული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Debian GNU/Linux-ის დისტრიბუტივზე. ვრცელდება, როგორც თავისუფალი და ღია კოდის მქონე პროგრამა (open source), დამატებით დაპატენტებულ პროგრამებთან ერთად.

სახელი "უბუნტუ" ეფუძნება სამხრეთ აფრიკულ უბუნტუს ფილოსოსფიას ("ჰუმანურობა ერთმანეთის მიმართ").[4] უბუნტუ წარმოადგენს თანამედროვე, სტაბილურ ოპერაციულ სისტემას საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის. იგი ორიენტირებულია გამოყენებადობასა და ადვილად დაყენებაზე. ვებ-სტატისტიკის თანახმად უბუნტუს მომხმარებლები პერსონალურ კომპიუტერზე ლინუქსის მომხმარებელთა 50%-ს შეადგეს.[5][6] აგრეთვე იზრდება უბუნტუს, როგორც ვებ-სერვერის გამოყენება.[7]

უბუნტუ შედგება მრავალი პროგრამული პაკეტისაგან. რომელთაგანაც უმრავლესობა ვრცელდება უფასო პროგრამების (ღია კოდის) ლიცენზიით. ძირითადი გამოყენებული ლიცენზიაა, GNU General Public License (GNU GPL), რომელიც GNU Lesser General Public License (GNU LGPL) ფარგლებში ნათლად განმარტავს, რომ მომხმარებლებს უფლება აქვთ პროგრამის გამოყენების, გადაწერის, გავრცელების, შესწავლის, განვითარებისა და გაუმჯობესების. უბუნტუ ფინანსდება ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის: შპს კანონიკალის მიერ, რომლის დამფუძნებელია სამხრეთ აფრიკელი მეწარმე მარკ შათლვორთი. ინარჩუნებს რა კანონიკალი უბუნტუს, როგორც ღია კოდს და სრულიად უფასოს, მას შეუძლია უბუნტუს დეველოპერთა ტალანტის გამოყენება. კანონიკალი არ ყიდის უბუნტუს, თუმცა შემოსავალს იღებს ტექნიკური მომსახურების გაყიდვითა და უბუნტუსთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებით.

 

კანონიკალი აგრეთვე ხელს აწერს და მხარდაჭერას უწევს სამ დამატებით უბუნტუზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემას: Kubuntu (კუბუნტუ), Edubuntu (ედუბუნტუ) აგრეთვე ცნობილია, როგორც "უბუნტუ სასწავლო გამოშვება" და "უბუნტუ სერვერის გამოშვება". არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა უბუნტუზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, მათ შორისაა ლოკალურ-ენოვანი და აპარატურა-მახასიათებელი ვერსიები.

კანონიკალი უბუნტუს ახალ ვერსიას უშვებს ყოველ ექვს თვეში და თვრამეტ-თვიან მხარდაჭერას უწევს უსაფრთხოების მუდმივების უზრუნველყოფით. აგრეთვე აწესრიგებს აღმოჩენილ ხარვეზებს და მცირეოდენ ანახლებს პროგრამებს. ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე ვერსიებს (LTS), რომლებიც გამოდის ყოველ ორ წელიწადში,[8] აქვთ სამ-წლიანი მხარდაჭერა პერსონალურ კომპიუტერებზე და ხუთ-წლიანი მხარდაჭერა სერვერებისთვის.[9]

უბუნტუს ბოლო ვერსია: უბუნტუ 11.04 (მარდი კაშალოტი) გამოვიდა 2011 წლის 28 აპრილს.